მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 20:2

1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.
იოანეს სახარება თავი 20
2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა, და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“, არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...საფლავად „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ამას მოსლვასა იტყჳს იოვანე.

რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმან თომას თქუმად ურწმუნო ებით, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“, რაჲთა მისითა გამოძიებითა ჩუენ სარწმუნოებით დავემტკიცნეთ და ვცნათ, ვითარმედ ჴორცითა მით, რომლითა ივნო, აღდგა; ეგრეთვესახედ მაგდანელსაცა შეუნდო განკჳრვებისაგან შეორგულებად, რაჲთა უმეტესითა გამოძიებითა მისითა უმეტესად გამოცხადნეს აღდგომისა იგი საკჳრველებაჲ. ამით უკუე ესევითარითა გულისსიტყჳთა მოიქცა მაგდანელი საფლავად და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა, ხოლო ანგელოზი არღარა იხილა მჯდომარე მას ზედა, ვითარცა პირველ. მაშინ უმეტესად დაამტკიცა გულისსიტყუაჲ თჳსი და შეჰრაცხა პირველი იგი ხილვაჲ უცნებად. ამისთჳსცა „რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა ვიცით, სადა დადვეს იგი“. რამეთუ ამას შევიდა იჭუსა, ნუუკუე ჰურიათა მიცვალეს იგი ადგილისა მისაგან.

ხოლო პეტრე და იოვანე მირბიოდეს საფლავად, ვიდრე...

სრულად ნახვა