მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 21:24

23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
იოანეს სახარება თავი 21
24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მოწაფჱ იგი, რომელი წამებს ამისთჳს, და რომელმან დაწერა ესე. და ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (21,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად, რომელ სხუათა მახარებელთაგანმან არავინ ქმნა ესე, ხოლო ამან ორგზისცა აჰა ესერა თქუა ესე? არამედ იტყჳან, ვითარმედ უკუანაჲსკნელ ყოველთაჲსა იწყო ამან წერად სახარებისა, რამეთუ ქრისტე უბრძანა ამისდა ქმნად. ამისთჳს ზედაჲსზედა იტყჳს სიყუარულსა მისსა და ღაღადებს, ვითარმედ: ჭეშმარიტ არიან სიტყუანი ღმრთისანი. და რომელსა არა ჰრწმენეს, ისმინენ შემდგომი სიტყუაჲ და ჰრწმენინ:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის