თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ ენება იესუს, რაჲთამცა მაღალნი იგი სიტყუანი ღმრთეებისა თჳსისათჳს გამოთქუნა, გარნა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა მრავალგზის არა იქმს ამას, და მრავალგზის იტყჳს სიტყუათა სიმდაბლითა სავსეთა, - რამეთუ ფრიად სარგებელ ეყოფვოდა მათგან უძლურთა გონებითა, - ვიდრეღა მაღალთა მათ სიტყუათა, რომელთაჲ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად; არამედ მაღალნი იგი კმა-იყვნეს თქუმად ერთგზის გინა ორგზის, რაჲთამცა გულისხმა-ვყავთ მათგან სიმაღლჱ მისი და დიდებაჲ ძალისაებრ ჩუენისა, ხოლო მდაბალთა სიტყუათა უკუეთუმცა არა ზედაჲსზედა იტყოდა, არამცა მოდრეკილ იყვნეს მრავალნი. არამედ რაჲთა არა კუალად სიმდაბლისა სიტყუათაგან სხუაჲ რაჲმე ვნებაჲ მოიწიოს და მისნი მსმენელნი სრულიად ქუე დაამდაბლნეს, ამისთჳს მიზეზსა იტყჳს მისისა მის სიმდაბლით სიტყჳსათჳს, რამეთუ თქუა რაჲ ნათლის-ღებისათჳს, რაჲ-იგი თქუა, და შობისათჳს სულიერისა, რომელი იქმნების ქუეყანასა ზედა, და ენება, რაჲთამცა თქუა თჳსისა მის გამოუთქუმელისა და მიუწდომელისა შობისათჳსცა, გარნა არა თქუა, და მიზეზიცა თქუა, თუ რაჲსათჳს არა იტყჳს, რომელ არს სიზრქჱ და უძლურებაჲ...
იოანეს სახარება 3:12
11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ.12. თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.
იოანეს სახარება თავი 3