1.ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,2.რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.3.ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.4.უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?5.მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.6.ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.7.ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.8.ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.9.მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს?10.ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?11.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ.12.თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?13.არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.14.და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა.15.რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.16.ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.17.რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.18.ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.19.სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.20.რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.21.სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.22.შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ.
23.იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან.24.რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში.25.მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო.26.მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან.27.მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.28.თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული.29.ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.30.ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე.31.მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია.32.რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს.33.ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი.34.რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს.35.მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას.36.ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყრმანი მცირენი მარადის სასწავლოდ მივლენ და ისწრაფიან სწავლად და ღამეთაცა დღეთა ზედა დაჰრთვენ, და ესე ყოველი კაცობრივი არს; ხოლო აწ მეცა ვითხოვ თქუენგან სულიერსა მოსწრაფებასა, რაჲთა ისმენდეთ კეთილთა სწავლათა მოსწრაფედ, რამეთუ ამისთჳს მე მცირედ-მცირედ გეტყჳ მარადის და არა ყოველსა ერთბამად, რაჲთა კეთილად...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდთა საიდუმლოთა ღირს-მყვნა ჩუენ მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელთა ჩუენ არა ღირს ვიყვენით, რამეთუ ჩუენ არა თუ ოდენ ნიჭთა არა ღირს ვიყვენით, არამედ უფროჲსად დიდ-თა სატანჯველთაჲ ღირს იყო მოწევნაჲ ჩუენ ზედა. არამედ მან არა თუ ბოროტთაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ კეთილთაცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“ (3,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ ენება იესუს, რაჲთამცა მაღალნი იგი სიტყუანი ღმრთეებისა თჳსისათჳს გამოთქუნა, გარნა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა მრავალგზის არა იქმს ამას, და მრავალგზის იტყჳს სიტყუათა სიმდაბლითა სავსეთა, - რამეთუ ფრიად სარგებელ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი უდებნი და ცოდვისმოყუარენი მიზეზად თჳსისა დაჴსნილობისა იჴმარებენ სიტყუათა ამათ და იტყჳან, ვი-თარმედ: არა არს ჯოჯოხეთი, არცა სატანჯველი, არამედ ღმერთი ყოველთა ცოდვათა შეგჳნდობს; რომელთა მიმართ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „ნუ იტყჳთ, თუ: მოწყალებანი მისნი მრავალ არიან, და მილხინონ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ წყალობაჲ და რისხვაჲ არს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უძლიერჱს, ვითარცა-იგი არარაჲ არს ტყუვილისა უუძლურჱს; დაღაცათუ ბევრეულნი საჭურველნი აქუნდენ, უძლურ არს. ეგრეთვე ჭეშმარიტებაჲ, დაღაცათუ შიშუელ იყოს, უშიშვე არს მარადის და უძლეველ. და შუენიერ არს წინაშე მხილველთა მისთა და არა ეშინის მბრძოლთა მისთაგან, ყოვლადვე არა ჰსურის დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ ამის ყოვლისა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“ (3,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა იგი სენი და მრავლითა ეკლითა სავსე და მჴეც ველურ და მრავალთავ, რამეთუ მოყუარეთა თჳსთა შეშჭამს. რამეთუ ვითარცა ჭიაჲ შეშჭამს, რომლისაგან იშვების, და გესლი რკინასა მას, რომლისაგან იქმნების, განჰლევს, ეგრეთვე ზუაობაჲ სულსა მას, რომელი ჰზრდის მას, წარსწყმედს. და ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳღირს, რაჲთა აღმოვჰფხურათ იგი ჩუენგან....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ არს კაცისა, რაჲთა არა ყოველსავე ერთბამად ისწრაფდეს ქმნად, არამედ მცირედ-მცირედ აღასრულებდეს საქმესა თჳსსა. რამეთუ ესრეთ იქმნების სწავლაჲ ჴელოვნებათაჲ, ესრეთ აღე-შენებიან ქალაქნი და ტაძარნი, ესრეთ ჰგიეს ყოველივე ცხორებაჲ კაც-თაჲ. და არა...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:
...და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები. ახლა ადამიანის განახლების, ახლად დაბადების ფრიად რთული პროცესი მიმდინარეობს. მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბარში ამგვარ პროცესს მეორედ შობას უწოდებს ().
ღვთის შემწეობით უნდა აღდგეს ჩვენი გონებისა და ნების ფუნქციები, რომელნიც ჩვენს სულს უნდა დაექვემდებარონ. როგორც ღირსი ისაკი ამბობს, სულისა და გონების შერწყმა უნდა მოხდეს. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს ხალხში უკვე დაწყებულია. მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა.
ყველას გულით გილოცავთ წმიდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულს.
ქრისტე აღდგა!
მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა, ვარსკულავმა ბრწყინვალე განთიადისა (), დაე ყველა განგვაახლოს და მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და კეთილდღეობა მოგვანიჭოს.
პირველ იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (2 კორინ. 5,17).
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა.
ამინ.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1996 წ.
_სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია I...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოკუდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,49,51).:
...ქმნეს და წარვიდეს მისგან მართლუკუნ, ესე მათისა მის ბოროტებისა და უგულისხმოებისაგან იქმნა, რამეთუ რაჟამს ძიებაჲ შემოვიდეს, თუ: ესე ვითარ არს, და იგი ვითარ? ძიებასა მას თანა შემოვალს ურწმუნოებაჲცა.
ეგრეთვე უკუე ნიკოდემოსცა განკჳრვებულ იყო და იტყოდა, ვი-თარმედ: „ვითარ შეუძლოს კაცმან მუცელსა დედისასა შესლვად?!“ და ესენიცა ესრეთვე შეშფოთებულ იყვნეს და იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (6,52).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუ ვითარობასა ეძიებთ პურთა მათ ზედა, რად არა ჰქმენით ესე და სთქუთ, თუ: ვითარ ხუთნი იგი ესრეთ განამრავლნა? გარნა ამისთჳს იქმნა ესე, რამეთუ განძღომასა ოდენ ჰხედევდით მაშინ და არა სასწაულსა მას. უკუეთუ კულა ამას იტყჳთ, თუ: მაშინ საქმემან გუასწავა ჩუენ და გულსავსე ვიქმნენით, არამედ ვინაჲთგან მაშინ საქმით იხილეთ და გულსავსე იქმნენით, ჯერ-იყო, რაჲ-თამცა მისგან ესეცა დაირწმუნეთ, რამეთუ ამისთჳს პირველვე ქმნა დიდი იგი სასწაული, რაჲთა მისგან ისწაოთ და არღარა ურწმუნო იყვნეთ მისა.
სწავლაჲ მვ ზიარებისათჳს
გარნა მათ მაშინ არაჲ ნაყოფი გამოიღეს სიტყუათა მათგან უფლისათა, ხოლო ჩუენ ქველისმოქმედებაჲ მისი საქმითცა მოვიღეთ; ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, თუ რაჲ არს საკჳ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:
...და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ“ (). ხოლო სხვა ადგილას ბრძანებს: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ ().
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებასმ საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისათვის. ამაში ყოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს.
ნათლობისას პიროვნებას ღმერთი უვლენს მფარველ ანგელოზს, რომელსაც ევალება მისი დაცვა და სულიერ სრულყოფაში შემწეობა.
ინათლებიან როგორც სრულასაკოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხნიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმიდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთისსათნო ქრისტიანული ცხოვრება.
ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ“.
იღებენ რა ამ ორ უდიდეს საიდუმლოს, ზოგიერთნი, სამწუხ...