მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 3:15

14. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა.15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
იოანეს სახარება თავი 3
15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“ (3,12-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ ენება იესუს, რაჲთამცა მაღალნი იგი სიტყუანი ღმრთეებისა თჳსისათჳს გამოთქუნა, გარნა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა მრავალგზის არა იქმს ამას, და მრავალგზის იტყჳს სიტყუათა სიმდაბლითა სავსეთა, - რამეთუ ფრიად სარგებელ ეყოფვოდა მათგან უძლურთა გონებითა, - ვიდრეღა მაღალთა მათ სიტყუათა, რომელთაჲ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად; არამედ მაღალნი იგი კმა-იყვნეს თქუმად ერთგზის გინა ორგზის, რაჲთამცა გულისხმა-ვყავთ მათგან სიმაღლჱ მისი და დიდებაჲ ძალისაებრ ჩუენისა, ხოლო მდაბალთა სიტყუათა უკუეთუმცა არა ზედაჲსზედა იტყოდა, არამცა მოდრეკილ იყვნეს მრავალნი. არამედ რაჲთა არა კუალად სიმდაბლისა სიტყუათაგან სხუაჲ რაჲმე ვნებაჲ მოიწიოს და მისნი მსმენელნი სრულიად ქუე დაამდაბლნეს, ამისთჳს მიზეზსა იტყჳს მისისა მის სიმდაბლით სიტყჳსათჳს, რამეთუ თქუა რაჲ ნათლის-ღებისათჳს, რაჲ-იგი თქუა, და...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1988 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ სამწყსოს:

...ოცი საუკუნეა, რაც ქრისტეს აღდგომის სიხარული თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ არამიწიერი, ულევი სიხარულით აღვსილი მეც სიყვარულით მოგილოცავთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ ().

ჩვენთვის, ადამიანებისათვის, ჩვენი ხსნისა და ცხოვრებისათვის აღესრულა ეს ყოველივე. ადამიანი ხომ ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა შორის. იგი არის დიადიც და ძალიან მცირეც. მასშია ზეცის სიმაღლე და სიმდაბლე ჯოჯოხეთისა. ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.

ცხოვრების გზაზე ჩვენს გვერდით მრავალი სხვაც მოაბიჯებს. ჩვენ ერთმანეთისაგან ჯვრის სიმძიმე განგვასხვავებს. ზოგის ჯვარი ძნელად სატარებელია, ზოგისა - მსუბუქი, „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6,2), - გვარიგებს მოციქული პავლე.

ვაკეთებთ კი ამას? - სამწუხაროდ, ხშირად არა.

ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: **„განიშორეთ რქუენ პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხ...

სრულად ნახვა