მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 3:14

13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.14. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა.15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
იოანეს სახარება თავი 3
14. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა დიდი იგი ქველისმოქმედებაჲ თჳსი, რომელი მოსცა კაცთა ნათლის-ღებისა მიერ, და აწ შესძინა თქუმად მისისა მის მიზეზისა, და არარაჲთ უდარეს მის ქველისმოქმედებისა, რომელ არს ჯუარისამიერი იგი. ვითარცა-იგი პავლე ეტყოდა რაÁ კორინთელ-თა, ესე ორნივე ერთბამად თქუნა, ვითარმედ: „ნუუკუე პავლე ჯუარსეცუა თქუენთჳს? ანუ სახელსა ზედა პავლესსა ნათელ-იღეთა?“ რამეთუ ყოვლისა უფროჲს ესე ორნი საქმენი გამოაჩინებენ გამოუთქუმელსა მას კაცთა მიმართ სიყუარულსა მისსა, რამეთუ მტერთა თჳსთათჳს მოკუდა, რამეთუ ჩუენ ყოველნი მაშინ მტერ მისა ვიყვენით, და რომელ არა ესე ოდენ, არამედ ნათლის-ღებისა მიერ სრულსა ცოდვათა შენდობასა მოგუანიჭებს. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ცხადად, თუ: მეგულების ჯუარცუმაჲ, არამედ ძუელისა მის სახისა მიმართ მიიყვანა სიტყუაჲ? ერთად, ამისთჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ ძუელი იგი მახლობელ არს ახლისა და ზიარ მისა და არა უცხო, და მერმე, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა იძულებით მივიდოდა ჯუარ-ცუმად, და კუალად, რაჲთა გულისხმა-ჰყო, ვითარმედ მისი არარაჲ ვნებაჲ იყო საქმჱ იგი, და ვითარმედ სხუანი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის