მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 4:34

33. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?34. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.35. განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
იოანეს სახარება თავი 4
34. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმჱ მისი“ (4,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა ცხორებასა სახელ-სდვა ჭამადად აქა, რაჲთამცა გამოაჩინა, რაოდენი მოსწრაფებაჲ აქუს ცხორებისათჳს ჩუენისა, რამეთუ ვითარცა ჩუენდა საწადელ არს ჭამაჲ, ეგრეთვე მისა - ცხორებაჲ ჩუენი. ხოლო იხილე, ვითარ მარადის პირველად დაფარულად თქჳს სიტყუაჲ თჳსი, და რაჟამს იწყის მსმენელმან გამოძიებად, მაშინღა გამოაცხადის. რამეთუ რად არა თქუა პირველადვე, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“? არამედ პირველად ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით“. რაჟამს იწყეს მათ გამოძიებად, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, მერმეღა უთხრა, რაჲთა უკეთესად ისმინონ, და მერმე უთარგმანაცა, თუ რაჲ არს ნებაჲ მამისაჲ, და ჰრქუა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კ რაჲთა არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა გჳყუარდეს ღმერთი:

...აჲ იგი. ეგრეთვე, უკუეთუ გამოვაჩინოთ, ვი-თარმედ ჭეშმარიტად გჳხარის მოსლვაჲ მისი, და ნუმცა რას ზედა განვარისხებთ მას, შევამკოთ სახლი იგი, რომელსა შინა შემოვალს, წარმოუდგათ სერი, რომელი მას ჰნებავს. ხოლო რაჲ არს სერი იგი? მან თავადმან თქუა, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვქმნე ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“. ვიხილოთ თუ მშიერი, გამოვზარდოთ იგი, და უკუეთუ წყურიელი, ვასუათ მას. დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩუენი, შეიწირავს იგი გინა თუ გრილსა წყალსა, ; ანუ თუ ორთა წულილთა, ; რამეთუ ვინაჲთგან არა ეჴმარების მას, ამისთჳს არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა. ოდენ გამოვაჩინოთ, ვითარმედ გჳყუარს იგი და გჳხარის მოსლვაჲ მისი. ვიხილოთ, თუ ვითარ არს იგი ჩუენდა მომართ, რამეთუ სული მისი დადვა ჩუენთჳს და შემდგომად ამისა ჩუენვე გუთხოვს. და უკუეთუ მის მიერ მოცემული მას მივსცეთ, ვითარმცა ჩუენი მიგუეცა, ეგრეთ შეიწყნარებს.

ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყჳან, ვითარმედ: ვის არა უყუარდეს იგი? და სიტყჳთა და გონებითა არავინ უ...

სრულად ნახვა