თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ ჰურიანი, რომელთა უმეტესი გულისხმის-ყოფაჲ აქუნდა, ვიდრე სამარიტელთა, და წინაჲსწარმეტყუელთა თანა აღზრდილ იყვნეს, უდარეს სამარიტელთასა გამოჩნდეს. რამეთუ ამათ სიტყუათაგან ოდენ დედაკაცსა მას ჰრწმენა თჳნიერ სასწაულთა ხილვისა, და განვიდეს მისა და ევედრებოდეს ქრისტესა დადგრომად მათ თანა, ხოლო ჰურიანი ესოდენთა სასწაულთა ხილვასა ზედა სდევნიდეს მას ქუეყანით მათით. ამისთჳსცა არა ჯერ-იჩინა უფალმან, რაჲთამცა გარემიაქცინა იგინი, რომელნი ევედრებოდეს მას და შეუვრდებოდეს, არამედ დაადგრა მათ თანა, ვითარცა ჰშუენოდა მისსა კაცთმოყუარებასა, რამეთუ მათ ენება და ევედრებოდეს, რაჲთა იყოს მათ თანა; ხოლო უფალმან არა თავს-იდვა, არამედ ორ დღე ოდენ, და მრავალთა ჰრწმენა მისი ორსა მას დღესა. და ძნელ იყო რწმუნებაჲ მათი, რამეთუ სასწაული არა ეხილვა, და რამეთუ ჰურიათა ემტერებოდეს, არამედ ვინაჲთგან უვნებელად დაადგრა, შურით ისმენდეს სიტყუათა მისთა, არარაჲ იქმნა დამაყენებელ მათა სარწმუნოებად, „და დედაკაცსა მას ეტყოდეს, ვითარმედ: არღარა შენისა სიტყჳსათჳს გურწამს,...
იოანეს სახარება 4:43
42. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.43. ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა.44. ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში.
იოანეს სახარება თავი 4