თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იტყოდა, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“, და რაჲთა არა სიტყუაჲ ოდენ იყოს და ტყუვილად შეჰრაცხონ მათ, ამისთჳსცა საქმისაცა ჭეშმარიტებასა გამოაჩინებს, ვითარმედ: „მოვალს ჟამი“, და რაჲთა არა შორს მოელოდიან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „აწვე არსო, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი“ და ცხოვნდენ. იხილე აქაცა ჴელმწიფებაჲ მიუთხრობელი, რამეთუ ვითარცა მერმესა აღდგომასა, ეგრეთვე აწ იყოსო, რამეთუ მა-შინ ბრძანებითა ღმრთისაჲთა აღვდგეთ და აწცაო, ვიდრე მე თქუენ თანა ვიყო, იქმნეს ესე საქმჱ. და მერმე შემოიღებს სიტყუასა დამამტკიცებელსა ამის პირისასა და იტყჳს:
იოანეს სახარება 5:25
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
იოანეს სახარება თავი 5