თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტკბოებაჲ და არამხილებაჲ არა მარადის კეთილ არს, არამედ რომელსამე ადგილსა სიფიცხლჱცა ჰშუენის მოძღუარსა, რამეთუ რაჟამს მოწაფჱ უდები და დაჴსნილი იყოს, მაშინ საწერტელი უჴმს, რაჲთა მისი უდბებაჲ მცირედ აღემართოს. და ეგრეთვე ძემან ღმრთისამან ქმნა სხუათა მრავალთა ადგილთა და აქაცა. რამეთუ მორაჲ-ვიდა ერი იგი და ეტყოდეს მას: „რაბი, ოდეს მოხუედ აქა?“ უნდა უფალსა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა ეძიებს კაცთა დიდებასა, არამედ ცხორებასა ოდენ სულისა მათისასა ეძიებს. ამისთჳს მხილებით ჰრქუა, რაჲთამცა ცნობაჲცა მათი განჰმართა და დაფარული გონებისა მათისაჲ განაცხადა, რამეთუ ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა თუ სასწაულთათჳს მეძიებთ, არამედ რამეთუ შჭამეთ და განსძეღით“. ამხილა, არამედ სიტკბოებითვე და არა ფიცხლად, და უჩუენა, ვი-თარმედ არა თუ სასწაულისა მისთჳს გიკჳრსო, არამედ განძღომისათჳს. და ამისთჳს შემდგომად მცირედისა გამოჩნდა გონებაჲ მათი, რამეთუ ჰრქუეს, ვითარმედ: „სასწაულსა რასა მიჩუენებ? მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა“, ...
იოანეს სახარება 6:27
26. მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?
იოანეს სახარება თავი 6