თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უბოროტეს ნაყროვანებისა. ესე ზრქელჰყოფს გონებასა, ესე ჴორც-ჰყოფს სულსა, ესე დააბრმობს და არა უტევებს ზეახილვად. იხილეთ უკუე, ვითარ იქმნა ჰურიათაცა ზედა, რამეთუ ვინაჲთგან ნაყროვანებისა მიმართ მოსწრაფე იყვნეს და ყოვლითურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“. და წინააღმდგომი იგი მათი განკურნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „ამას მამამან დაჰბეჭდა“. ხოლო იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ: ვითარმცა არარაჲ ასმიოდა მისგან, ესრეთ ეტყოდეს მას, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა...
იოანეს სახარება 6:28
27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული.
იოანეს სახარება თავი 6