თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: „და ვითარ მოიყვანებს?“ ისმინენ მან წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყოდა პირველვე, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნივე ღმრთივსწავლულ“ (6,45). იხილეა პატივი იგი სარწმუნოებისაჲ, ვითარმედ არა კაცთაგან არს, არცა კაცთა მიერ, არამედ თავადისა მიერ ღმრთისა ისწავების იგი? ამისთჳსცა დასამტკიცებელად სიტყჳსა თჳსისა წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ მიავლინნა იგინი. გარნა უკუეთუ ყოველნივე ღმრთივსწავლულ იყვნენ, ვითარ ვიეთმე არა ჰრწამს? ამისთჳს, რამეთუ სიტყუაჲ იგი სიმრავლესა მას მორწმუნეთასა მოასწავებს. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი მათ ეტყჳს ყოველთა, რომელთა ენებოს, ვითარმედ მჯდომარე არს იგი მასწავლელად განმზადებულად მიცემად ყოველთადა მისმიერი კეთილი, რომელთა ოდენ ენებოს მიღებად.
იოანეს სახარება 6:46
45. წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა.46. არა იმიტომ, რომ ვინმეს უხილავს ღმერთი, გარდა იმისა, ვინც ღმრთისაგან არის; მხოლოდ მან იხილა მამა.47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე.
იოანეს სახარება თავი 6