თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელსა-იგი ძალ-ედვა მოდრეკად მათა და შეშინებად, იგი სიტყუათა იტყჳს სიმდაბლითა სავსეთა, ვითარმცა იტყოდა: რად ისწრაფით მოკლვად ჩემდა და განძებად? მცირედსაღა ჟამსა მელოდეთ, და მერმე, დაღაცათუ გენებოს დაყენებაჲ ჩემი თქუენ თანა, არა ვდგე. და მერმე, რაჲთა არა სიკუდილად გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველ-თა ზედა მოიწევის, რამეთუ ესეცა მოიგონეს მათ, ხოლო რაჲთა არავინ ესე მოიგონოს, ამისთჳს თქუა:
იოანეს სახარება 7:33
32. ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.33. ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები.34. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ.
იოანეს სახარება თავი 7