მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:19

18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა.19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას.20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.
იოანეს სახარება თავი 8
19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: ვინ არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით და არცა მამაჲ ჩემი“ (8,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან საცნაურსა მას საქმესა ვითარცა უცნაურსა იტყოდეს, და რომელი-იგი იცოდეს, ვითარმცა არა იცოდეს, და გამოსცდიდეს მას, ამისთჳსცა პასუხსა არა ღირს-ყვნა. ამისთჳს იწყო ყოველსავე განცხადებულად თქუმად და ფრიადითა კადნიერებითა, რა-ჟამს სასწაულთაგანცა და სწავლათა მათ თჳსთა მოიღო წამებაჲ, რამეთუ ჯუარ-ცუმაჲცა მისი ახლოს იყო, რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: „ვიცი, თუ ვინაჲ მოვალ და ვიდრე ვალ“. ხოლო ესე სიტყუაჲ არა ძლიერად შეეხო მათ, არამედ მან სიტყუამან უფროჲსად შეაშინნა, რომელი შესძინა და თქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“, ; (13,33);

რამეთუ უჩუენა, ვითარმედ არა დადგრომად არს სიკუდილსა შინა. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ვიცი, ვითარმედ ღმერთი ვარ მე, არამედ ჰრქუა, თუ: „ვიცი, ვინაჲ მოვალ“? გარნა ამისთჳს, რამეთუ მარადის მდაბალთა სიტყუათა აღჰრევს მაღალთა თანა და ჰფარავს მათ. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე თავისა ჩემისათჳს ვწამებ“, და რა-ჟამს ესე გამოაჩინა, კუალად მდაბლისა სიტყჳსა მიმართ მოვიდა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).:

..., ვითარმედ ქრისტე უხილავს, ვითარცა ჯერ-არს, და ეძიებდა მამისაცა ხილვად, და ამისთჳს უფალმან უჩუენა, ვითარმედ არცა იგი უხილავს. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ ხილვასა გონებით გულისხმის-ყოფასა მისსა იტყოდა, არცა ამას წინააღუდგები, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რომელმან მე გულისხმა-მყოს, მამაჲცა გულისხმა-უყოფიეს“, ; (14,7) გარნა არა ამას იტყოდა, არამედ არსებისათჳს, რაჲთამცა ერთარსებაჲ გამოაჩინა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: რომელმან ჩემი არსებაჲ იხილოს, მას მამისაჲ უხილავს. ხოლო ვიხილოთ, თუ ფილიპე რასა ეძიებდა ხილვად, სიბრძნესა-მე მამისასა ანუ სახიერებასა? არა, არამედ თუ რაჲ არს ღმერთი, თჳთ არსებასა მას მისსა. და ამისთჳს მიუგებს ქრისტე, ვითარმედ: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, და ამისთჳს კუალადცა შეჰრისხნა და ჰრქუა, ვითარმედ: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცი მე, ფილიპე?“ ესეოდენნი სწავლანი გასმიან და გიხილვან სასწაულნი, რომელთა ჴელმწიფებით ვიქმოდე, და სხუანი ყოველნი საქმენი, რომელნი თჳსნი იყვნეს ღმრთეებისანი, და რომელთა მამაჲ მხოლოჲ იქმს: ცოდვანი დაჴსნილნი და დაფარულნი გამოცხადებულნი, სიკუდილი ვლტოლვილი, თიჴითა თუალთა ახალთა ქმნაჲ, და „ჯერეთ არა მიცია, ფილიპე?“ რამეთუ ვინაჲთგან ჴორცნიცა ემოსნეს, ამისთჳს ჰრქუა: „ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).:

..., და მან მომავლინა მე“ (7,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: „მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ“, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მო...

სრულად ნახვა