თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ იგი ჰურიათაჲ! უწინარჱს პასექისა ეძიებდეს მას და მერმე შემდგომად პასექისა პოვეს იგი; და ინებეს მრავალგზის შეპყრობაჲ მისი თავთა თჳსთა მიერცა და სხუათაცა მიერ, და ვერ შეუძლეს; და არავე დაუკჳრდა ძალი მისი, არამედ მარადის შესძინებდეს უკეთურებასა მათსა და არა დასცხრებოდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მარადის ებრძოდეს, ისმინე მახარებელისაჲ, რასა იტყჳს:
იოანეს სახარება 8:20
19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას.20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ.
იოანეს სახარება თავი 8