თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არარაჲ საკჳრველ არს ესევითართა გულისსიტყუათა მოგონებაჲ, რომელნიეგე ქუეყანისაგანნი ხართ და ყოვლითურთ ჴორც, და არარაჲ იპოვების თქუენ თანა სულიერი, არამედ მე არარაჲ ვქმნა ესევითარი, რამეთუ ზეცით ვარ.
იოანეს სახარება 8:23
22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო?23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.
იოანეს სახარება თავი 8