მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 3:25

24. რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!25. რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!26. აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.
იობი თავი 3
25. რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა და სახე იობისგან:

...ტარი იგი: ვინაჲთგან მისდა ესევითარი არარაჲ სადა შემთხუეულ იყო, არამედ მარადის დიდებასა და შუებასა შინა აღზრდილ იყო, სხუათა ხედვიდა უძლურთა და განრღუეულთა და თავსა თჳსსა მზაჰყოფდა ესევითარისათჳს. და ამას მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელსა იტყჳს: „შიში, რომელი მეშინოდა, მოიწია ჩემ ზედა, და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე“; და კუალად იტყჳს: „მე ყოველსა ზედა უძლურსა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილი რაჲ კაცი ჭირსა შინა“. ამისთჳსცა ვერარამან შეაშფოთა დიდთა მათ განსაცდელთაგანმან. რამეთუ ნუ წარწყმედასა მას საფასეთასა იტყჳ და სიკუდილსა შვილთასა და წყლულებასა ჴორცთასა და ბოროტის-ზრახვასა მეუღლისასა, არამედ სხუანი იგი განსაცდელნი იხილენ, ფრიად უძჳრესნი. სთქუა სადმე, ვითარმედ: სხუაჲ არა წერილ არს განსაცდელი იობისთჳს; - ამისთჳს, რამეთუ უგულისჴმოდ ვიკითხავთ. ხოლო უკუეთუ გულისჴმა-ვყოთ, სხუანი იყვნეს განსაცდელნი, უმეტესად შემძლებელნი შეწუხებად მისა: პირველად, რამეთუ არა იცოდა სასუფეველისათჳს ცათაჲსა და მერმისა მისთჳს აღდგომისა განცხადებულად, ვითარ-ესე აწ საცნაურ არს. ამისთჳს იტყოდა: „არა უკუნისამდე ვცხონდე, რაჲთა სულგრძელ ვიქმნე“; მეორედ, რამეთუ მრავალი სათნოებაჲ იცოდა თა...

სრულად ნახვა