თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომლისაგან ანგელოზნი ესოდენ ძრწიან, რომელ ეშმაკსაცა ზედა თავით თჳსით არა მოაწევენ საშჯელსა გმობისასა, არამედ უფლისა მიერვე შეჰრისხვენ სახელისდებითა მისითა. ხოლო ზემო თქუმული ესე მწვალებელნი ესოდენ კადნიერ არიან გამოთქუმად უცნაურთა და დაფარულთა საიდუმლოთა ღმრთისმეტყუელებისათა, ვიდრეღა, რომელი არა იციან, მას ზედა სილაღით მგმობარ იქმნებიან. და რომელი-იგი ბუნებითისა მიერ შჯულისა მათ შორის დანერგულისა იციან მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარმედ ბოროტ არს სიძვაჲ და ბილწებით შეგინებაჲ გუამისაჲ, არამედ არა დაიცვენ გუამთა თჳსთა სრულიადისა ხრწნილებისაგან ჴორცთა და სულთაჲსა.
იუდა 1:10
9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.
იუდა თავი 1