მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:9

8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.
იუდა თავი 1
9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!
თავი ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან (1,9).:

თარგმანი: ვინაჲთგან სხუაჲ არს მსაჯული, მყოფელი განჩინებისაჲ, ამისთჳს მთავარი იგი ანგელოზთაჲ მას დაუმარხავს თჳსსა პატივსა სიტყჳთა ამით: შეგრისხენინ შენ უფალმან; რომელმან მხოლომან უწყის ღირსი მისაგებელი საქმეთა შენთაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ბრძანებულ იყო მიქაელისდა, რაჲთა უხრწნელად დაჰმარხოს გუამი მოსესი, ხოლო ეშმაკი წინა-აღუდგებოდა, ვითარმედ: ჩემი არს ჴელმწიფებაჲ გუამთა გახრწნისაჲ, ამისთჳს შეჰრისხნა მას სახელითა უფლისაჲთა, რომელსა მხოლოსა აქუს ჴელმწიფებაჲ სულთა და ჴორცთა კაცთაჲსაჲ. და კუალად, რაჟამს მიიყვანა მოსე წარმოდგომად თაბორს, მაშინცა ჰგმობდა-ვე ბოროტი იგი და იტყოდა, ვითარმედ: ტყუა ღმერთმან, რამეთუ შეიყვანა მოსე ქუეყანასა მას, სადა-იგი ეფუცა არა შეყვარებაჲ მისი. ამათ გმობათა ეშმაკისათა მობაძავ იყვნეს გმობანი იგი მწვალებელთანი, და ფრიად უძჳრესცა ამათსა. ამისთჳს წმიდანი მოციქულნი საუკუნოჲსა მის სამშჯავროჲსა საშინელებასა აქადებენ მათ. და მსგავსად მთავარანგელოზისა, უფალსა მიუტევებენ შერისხვასა მათსა, რომელმან მხოლომან უწყის მიგებაჲ საქმეთაებრ. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ, ვინაჲთგან უცნაურ იყო საქმე სულისა და ჴორცთა განყოფისა...

სრულად ნახვა
კათოლიკე იუდაჲსი თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ოდეს-იგი მიქაელ მთავარანგელოზი ეშმაკსა ეშჯოდა მოსეს ჴორცთათჳს (1,9).:

თარგმანი: დაფლვასა მოსეს გუამისასა მიქაელ ჰმსახურა და ეშმაკი წინა-აღუდგებოდა მიშუებითა ღმრთისაჲთა, რაჲთა საცნაურ იქმნას, ვითარმედ, რაჟამს ჩუენნი სულნი განვიდოდინ, წინა-აღუდგებიან მათ ეშმაკნი და არა უტევებენ ზეცად აღსლვად. ხოლო მოქმედთა ბოროტისათა მძლე ექმნებიან, არამედ მართალთა ზედა მოუძლურდებინ ანგელოზთა შეწევნითა. ხოლო მაშინ მიქაელ ვერ იკადრაო თავით თჳსით შერისხვად მისა, არამედ ღმრთისა ნებასა მიუშუა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის