თარგმანი: ყოველნივე ესე სახენი მწვალებელთა კრებულისათჳს შემოუხუმან, რომელნი-იგი დაღაცათუ მოძღუარ სახელსდებენ თავთა თჳსთა, არამედ ესოდენი განყოფილებაჲ აქუს მათ მოძღუართაგან ჭეშმარიტთა ეკლესიისათა, რაოდენ ღრუბელთაგან წჳმით დამათრობელთა სოფლისათა — ღრუბელსა ცალიერსა წყლისაგან ცხოველისა, რომელი მარადის მიმოიტაცებოდის ქარისაგან, და რაოდენ ხეთაგან ნაყოფიერთა — ხესა უნაყოფობა. ხოლო ორგზის მომწყდარ არიან, რამეთუ პირველ წარმართობასა შინა მკუდარნი შემდგომად ქრისტეს სარწმუნოებისა მიერ განცხოველებისა კუალად წვალებით მომწყდარ იქმნნეს. და კუალად, ორ-კერძო მკუდარ არიან ბოროტადმადიდებლობითა შჯულთაჲთა და ბილწებითა საქმეთაჲთა, რომლითა ორ-გზის მკუდარ არიან: სულითა ჴორცთა თანა. ხოლო ძირითურთ მოფხურილ, რამეთუ აღიფხურნეს და განიჴადნეს საყოფელთაგან უფლისათა. რამეთუ არა იყვნეს ზეთისხილ მსხმო სახლსა უფლისასა, ამისთჳს ძირითურთ განჰფხურის მათ ქუეყანით ცხოველთაჲთ. რამეთუ, რაჟამს ხე იყვნეს, არა აქუნდა არცა ნაყოფი მართლმადიდებლობისაჲ, არცა ფურცელი კეთილთა საქმეთაჲ, ვინაჲცა ბორგნეულებაჲ მათი პერად აღიძრვოდა და უშუერებასა ბილწებათა მათთასა ყოველთა შორის ურცხჳნოდ...
იუდა 1:13
12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,
იუდა თავი 1