თარგმანი: სიმონიანთა თანა განაქიქებს ვორვორიანთაცა და ესტოტიანთა, ბიბილოვნელთა და კაიონიტთა, რომელთა-იგი საუკუნოჲსა სატანჯველისა მიმართ ურწმუნოებასა დაჰჴსნის სახითა მით ეშმაკთა და სოდომელთა და გომორელთაჲთა, ვითარმედ იგინიცა, მსგავსად თქუენსა მიდევნებულნი ჴორცთა ბილწებისანი, საუკუნოჲსა მის ტანჯვისათჳს დამარხულ არიან, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჰრიდებდეს შეგინებად ჴორცსა უცხოსა, ეგრეთვე არა ერიდოს მათ ცეცხლი გეჰენიისაჲ. ამათი უკუე ტანჯვაჲ, ესე იგი არს სოდომელთაჲ, აქავე ცეცხლითა დაწუვაჲ წინა ძეს სახედ, რაჲთა უეჭუელ ვიყვნეთ უეჭუელად ყოფადისა მისთჳს ცეცხლისა საუკუნოჲსა. მათგან რომელნიმე ზოგს-რე აქავე მიიღებენ საშჯელსა. ესრეთ უკუე საჩუენებელთა ხილვაჲ ნიკოლაელთა და სიმონიანთათჳს თქუა, რომელთა-იგი მღჳძარეთა სიზმარნი ეოცნებოდეს, და სახითა რეცა საიდუმლოთა რათმე აღსრულებისაჲთა ყოველსა სიბილწესა აღასრულებდეს და ჴორცთა შეაგინებდეს, რამეთუ არა ღმრთივ დაბადებულად უწოდდეს კაცობრივსა ამას გუამსა, არამედ ბოროტისა მიერ შექმნულად და ღმერთ-ყოფითა ნივთისა და ბნელისაჲთა უფლებასა ღმრთისასა შეურაცხჰყოფდეს, და ერთსა უფლებასა და...
იუდა 1:8
7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!
იუდა თავი 1