მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:9

8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,
კოლასელთა მიმართ თავი 1
9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
თავი ბ̂. ლოცვაჲ მათთჳსვე სიბრძნისათჳს სულიერისა და მოღუაწებისა საქმეთა მიერ, და ძალისათჳს მოთმინებისა მადლობითურთ და თჳსებისა მისთჳს სიწმიდით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა სულიერითა (1,9).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გუესმა სარწმუნოებაჲ თქუენი და სიყუარული, არა დავსცხრებით შეწევნად თქუენდა ლოცვათა შინა ჩუენთა, და ვითხოვთ დამტკიცებასა თქუენსა ყოველსავე ზედა, რომლისათჳს ჯერეთ დაუმტკიცებელ ხართ და სრულ მისსა მიმართ, რომელსა ზედა არღა სრულ ხართ, რაჲთა ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმისყოფითა სულიერითა მეცნიერ იქმნნეთ ნებასა ღმრთისასა, ვითარმედ არა ანგელოზთა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტეს მიერ ცხოვნებულ ხართ, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისა მამისაჲ, რაჲთა ძისა მიერ მისისა და არა ანგელოზთა მიერ მიიყვანებოდიან მისსა კაცნი; და ამას არა სოფლიოჲ, არამედ საღმრთოჲ და სულიერი სიბრძნე უჴმს გულისჴმისსაყოფელად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის