თარგმანი: დიდ არს ქებაჲ მათი, რომელნი პირველ დღითგან, ვინაჲთგან მორწმუნე ქმნილ იყვნეს, მარადის აღმატებასა შინა იყვნეს, ვითარცა ჭეშმარიტებით მიმღებელნი მადლისა ღმრთისანი და განსწავლულნი ეპაფროჲსგან, რომელმან პირველად ქადაგა მათ შორის სიტყუაჲ ცხორებისაჲ, რომელსა აქებს მოციქული, რაჲთა უსარწმუნოეს ყოს წინაშე მათსა. ხოლო ქებაჲ იგი ორსახედ არს; რამეთუ პირველად ქრისტეს მიმართ სარწმუნო უწოდს მსახურებასა შინა მათდა მიმართ ქადაგებისასა, და მეორედ — მაქებელად და კეთილის მზრახვალად მათთჳს მოციქულისა მიმართ, რომელსა აუწყა სულიერი იგი და საღმრთოჲ სიყუარული მათი, ვითარცა ყოველსავე შინა მაქებელმან ქცევისა მათისამან.
კოლასელთა მიმართ 1:8
7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
კოლასელთა მიმართ თავი 1