თარგმანი: იყვნეს ვიეთნიმე არა ჰურიაობით, არამედ კუალად სხჳთ კერძო განმდრეკელნი ქრისტეს მორწმუნეთანი. ესე იგი იყვნეს წარმართობისაგან მოქცეულნი, რომელნი-იგი რეცა სახითა სიმდაბლისაჲთა უღირს-იჩენდეს თავთა ნიჭისაგან ქრისტესისა, და იტყოდეს, ვითარმედ: "ვერ ღირს ვართ ჩუენ მსახურებად მისსა, სიმაღლისათჳს ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს კმა არს ჩუენდა, რაჲთა ვჰმსახურებდეთ ანგელოზთა, რამეთუ იგინიცა შუამდგომელ არიან ღმრთისა მიმართ დაგებისა ჩუენისა". ამისთჳს მოციქული განგუაკრძალებს ესევითართა მათგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ხოლო გუამსა ქრისტესსა ნუვინ თქუენ გჳრგჳნ-ჴდილ გყოფნ, მნებებელნი სიმდაბლით და მსახურებითა ანგელოზთაჲთა შემავალობად მას, რომელი-იგი არა უხილავს. ესე იგი არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "გარქუ თქუენ კრძალვაჲ ჰურიაობისაგან, ხოლო აწ გეტყჳ, რაჲთა ეკრძალნეთ, ნუ ვინმე სხჳთ კერძო დაგაჭირვოს გუამი ქრისტესი, რომელ არს ეკლესიაჲ, რომელი ესოდენ ზეშთა არს შესაკრებელსა მას ძუელისა შჯულისასა, რაოდენ გუამი კაცისაჲ — აჩრდილსა თჳსსა; არამედ კუალად სხჳთცა იქმნების დაჭირვებაჲ მისი, რომელსა გჳრგჳნ-ჴდა უწოდს, ჩუეულებითა სოფლიოჲსა სიტყჳსაჲთა, რამეთუ...
კოლასელთა მიმართ 2:18
17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი.18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული,19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით.
კოლასელთა მიმართ თავი 2