თარგმანი: სიტყუად ქრისტესა უწოდს წურთასა წმიდათა წერილთასა, რომელთა ჩუენ თანა ქონებასა არა ჟამერთ, არამედ სამარადისოდ გუამცნებს, რაჲთა ყოვლითურთ დაამკჳდრნეს იგი ჩუენ შორის, არა კნინად რაჲმე, არამედ უხუებით; არცა უგუნურად შეკადრებით, არამედ სიბრძნით და გონიერებით, რაჲთა გულისჴმის-ყოფით კითხვაჲ მათი განმიღებდეს ჩუენ კარსა, ზედამიწევნით მეცნიერ ყოფად მცნებათა და მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. ხოლო ამას რაჲ პავლე სოფლიოთა კაცთა მიუწერდეს, და რომელთა შვილ და ცოლ ესხნეს, მათგან სამარადისოდ და მკჳდრად მათ შორის ქონებასა ქრისტეს სიტყჳსასა ეძიებდეს, იხილონ ესე უქორწინებელთა და სოფლით განშორებულთა, და ნუმცა რაჲთ სხჳთა განჰკუეთენ მათ შორის წურთასა საღმრთოთა სიტყუათასა.
კოლასელთა მიმართ 3:16
15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.17. ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.
კოლასელთა მიმართ თავი 3