მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:2

1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.
კოლასელთა მიმართ თავი 3
2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
თავი ჱ̂. ვითარმედ ჴორციელისა მის შჯულისა წესნი ჴორციელთათჳს არიან მარჯუე, არა სულიერთა, რომელნი ძალითა ღმრთისაჲთა ცხონდებოდიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა, რამეთუ მოჰკუედით და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა (3,2-3).:

თარგმანი: ესე არს ჭეშმარიტი გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა არარას ამის სოფლისასა ეძიებდეს კაცი, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ არა აქაჲ არს, არცა ხილულისაჲ ამის, არამედ უხილავისა მის და ქრისტეს თანა დაფარულისა ცხორებისაჲ, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ ჭეშმარიტთა ქრისტიანეთაჲ. ხოლო საწუთროჲ ესე ცხორებაჲ ხატი არს სიკუდილისაჲ. და თჳთ ესე არს საზღვარ ჭეშმარიტისა ფილოსოფოსობისა, რაჲთა საწურთელად სიკუდილისა შეჰრაცხოს კაცმან ყოველივე ესე ჟამი წუთჟამისა ამის ცხორებისაჲ, რომლისათჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ცხორებაჲ ჩუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა (ესე იგი არს — ძითურთ მამისა თანა, რამეთუ უმეტესისა გულსავსებისათჳს ადგილსაცა გუაუწყებს დაფარულისასა, ვითარმედ: ქრისტეს თანა არს ცხორებაჲ ჩუენი, ხოლო ქრისტე — ღმრთისა თანა), ამისთჳს, ვიდრემდის იგი გამოცხადდებოდის, ნუ ეძიებ აქა შუებასა და განსუენებასა, არამედ სამარადისოდ შურებოდე სასოებითა საუკუნოჲსა მის სასყიდლის კუალად-გებისაჲთა.

სააღდგომო ეპისტოლე 2019 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ნ მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთის მსახურება… მოციქული ამიტომაც გვარიგებს: ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით ().

რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, წყალობა მოგვცა, - თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამაოებაში დავინთქით?!

პასექამდე, სვიმონ კეთროვნის სახლში ყოფნისას, იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა, ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შემშრალება.

ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.

ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: „მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას.., რაც მან გააკეთა, მ...

სრულად ნახვა