მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:7

6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,
კოლასელთა მიმართ თავი 4
7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და ჩუენ თანა მონამან უფლისა მიერ, რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთჳს, რაჲთა ცნას თქუენთჳს, და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა, ონესიმეს თანა სარწმუნოჲსა და საყუარელისა ძმისა, რომელ-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაჲ გაუწყოს თქუენ (4,7-9).:

თარგმანი: იყო მრავალი რაჲ, რომელსა არა ჯერ-იყო დაწერაჲ ებისტოლესა ამას შინა, სიმრავლესა ზედა ერისასა წარსაკითხავსა; ამისთჳს თჳსაგან ვიეთსამე საიდუმლოდ სათხრობელსა ტჳქიკოჲს მიერ ეტყჳს. მხოლოდ ამას ოდენ აუწყებს, ვითარმედ სარწმუნო არს, ვითარცა მეტყუელი ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳსცა საყუარელად ძმად და სარწმუნოდ მონად უწოდს უფლისა, რამეთუ პავლეს თანაზიარ ქმნილ იყო ჭირთა პყრობილობისა მისისათა, გარნა ყოველსავე ზედა დიდი სიყუარული არს, მხოლოდ ამისთჳს ოდენ მივლინებაჲ კაცისა ესევითარისაჲ, რაჲთა ცნას ჰამბავი მათი და ნუგეშინის-სცეს გულთა მათთა მითხრობითა ამისითა, ვითარმედ კრულებათა შინა არს მოძღუარი, რაჲთა მათცა სმენითა პავლეს ღუაწლთაჲთა მოიგონ მოთმინებაჲ ჭირთა მათ შინა, რომელ იყვნეს. ხოლო შენ იხილე ონესიმესიცა, ვითარ მონასა ფილიმონისსა ძმად თჳსად უწოდს მოციქული, რაჲთა ვითარცა საყუარელსა მისსა პატივ-სცემდენ, და ვითარცა მათგანსავე არა ეშურებოდინ, არამედ შეიმკვებოდინ პატიოსნებითა მისითა, და ვითარცა სარწმუნოჲსაგან ჭეშმარიტებით თქუმულად მიითუალონ ყოველი, რაოდენი რაჲ მიუთხრას მათ მისთჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის