...დელს ანგელოზიც უწოდოს და ღმერთიც: ხან ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი“ (); ხან კი: „რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ (). ამიტომ, თუ ეს ასე უნდა მივიღოთ, ასე უნდა გავიგოთ: მღვდლებთან ერთად, მათი თანდასწრებით, შესაფერისი კეთილწყობილებით, როცა ისინი იწყებენ და წინ მიუძღვიან, მეც მათ კვალს გავყვები და გიგალობებ შენ: „რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი“ (). ხედავ დიდ მადლიერებას? ხედავ გამახვილებულ ყურადღებას? ეს კაცი ისე არ იქცევა, როგორც ზოგიერთი მოშვებული და მოდუნებული ადამიანი: მიღებამდე ძლიერ მგზნებარენი არიან, მიღების შემდეგ კი ძალა ეცლებათ; ეს კაცი კი მიღებამდეც დაჟინებულია და მიღების შემდეგაც განუწყვეტლივ მადლობს. აქედან კი ჩანს, რომ იგი წმინდა და საუკეთესო ლოცვას აღავლენდა, რადგან ღმერთმა შეისმინა....
6. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.7. რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.8. თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი.
მალაქია თავი 2