მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 2:7

6. იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა:7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?8. ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?
მარკოზის სახარება თავი 2
7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 6-12):

6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, 7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა? 8. ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 9. რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 10. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: 11. შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.

ფარისევლები ღმრთის გმობაში ადანაშულებდნენ უფალს, რამდენადაც იგი ცოდვებს მიუტევებდა, ეს კი მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება. მაგრამ უფალმა მათ სხვა ნიშანიც მისცა საკუთარი ღვთაებრიობისა - გულთამხილავობა: რამეთუ მხოლოდ ღმერთსთვისაა ცნობილი...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა"** (). რამეთუ ყველგან აწუხებდა მათ ხელმწიფების მოყვარეობის ვნება.

თუმცა თავად მათვე თქვეს: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?" (), და მაშინვე ქრისტემ აღასრულა ის, რასაც თვითონვე ღმერთის ნიშნად ასახელებდნენ. მაშასადამე, ეს უმეცრებისა არ იყო. ხოლო პავლე სად იყო მაშინ? ვინმემ შეიძლება თქვას: „ფერჴთა თანა გამალიელისთა" (), და არანაირი საერთო არ ჰქონდა აჯანყებულ ბრბოებთან. ხოლო გამალიელი ისეთი კაცი იყო, რომელიც ხელმწიფების მოყვარეობით არაფერს აკეთებდა. მაშ, ამის შემდეგ როგორღა აღმოჩნდა პავლე ბრბოსთან ერთად? ხედავდა, რომ მოძღვრება იზრდებოდა, უკვე მძლავრობდა და ყველანი მას ემორჩილებოდნენ. რამეთუ ქრისტეს დროს ხან მასთან იკრიბებოდნენ, ხან კი მოძღვრებთან; ხ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:

...ზედა და უნებელად მათდა გამოაცხადეს ყოველთა ზედა საკჳრველებაჲ იგი; რამეთუ ჴელოანმან მან ყოველსა ზედა ესეცა სიბრძნით განაწესა, რაჲთა შური იგი მათი განმაცხადებელად საკჳრველებისა მის იქმნას. რამეთუ ვინაჲთგან ამბოხებდეს იგინი და იტყოდეს, ვითარმედ: „ესე გმობს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ იხილეთ, რაჲ მიუგო მათ: არა განაქარვა იჭჳ იგი მათი, არცა ჰრქუა, თუ: რაჲსათჳს მწამებთ ესევითარსა ამას საქმესა, რამეთუ არა არს ჩემ თანა ესევითარი ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად დაამტკიცა სიტყუაჲ იგი სიტყჳთა თჳსითა და აღსრულებითა მით სასწაულისაჲთა, რაჲთა მათვე მიერ, მტერთა მათ და მბრძოლთა, ესმას ერსა მას საკჳრველებაჲ იგი, არა თჳსთაგან ხოლო. რამეთუ ქადაგეს დიდებაჲ მისი მადიდებელთა მისთა, კეთროანმან მან და ასისთავმან, და აწ მტერთაცა და წინააღმდგომ-თა აღმოთქუეს, დაღაცათუ არა უნდა; რამეთუ თქუეს რაჲ, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ მიუგო უფალმან და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).:

...ნაცვალსა მრავალწილსა. ამისთჳსცა მცნებაჲ ესე მოგცა, რაჲთა იქმნე შენცა სახიერ და კაცთმოყუარე და მიემსგავსო ქველისსაქმითა და სათნოებითა მით ძჳრუჴსენებლობისაჲთა ღმერთსა. რამეთუ თანანადებთა მიტევებაჲ საქმე არს ღმრთისაჲ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „არავის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა“. ; აწ უკუე რომელი ყოვლითა გულითა მიუტევებდეს ბრალთა და თანანადებთა მოყუსისათა, მიემსგავსების იგი ღმერთსა ძალისაებრ თჳსისა, და მოიღებს იგიცა მოტევებასა ყოველთა ცოდვათა თჳსთასა. ამისთჳს მოგცა მცნებაჲ ესე, რაჲთა მიუთხრობელსა ამას კეთილსა ღირს-გყოს, რაჲთა გიჴსნას უშუერებისაგან, მრისხანებისა და ძჳრის-ჴსენებისა, რაჲთა შეგაერთოს ასოსა შენსა თანა, რამეთუ მოყუასი შენი ასოჲ შენი არს.

ვითარ უკუე იკადრო არა მიტევებად ყოველთა ბრალთა ასოჲსა მის და ძმისა შენისათა, რაჲ სთქუა? თუ უსამართლოდ რაჲმე გავნოა? ესე არს თანანადები და შეცოდებაჲ. უკუეთუ არა, რომელი-იგი სამართლად რაჲმე გავნოს, ესე არა შეცოდება არს ყოვლადვე, არცა თანანადებ. არამედ უსამართლოდ ქმნულთა ბრალთა გიჴმს შენდობაჲ, რამეთუ შენცა ესევი-თართავე უსამართლოდ ქმნილთა ბრალთასა ეძიებ შენდობასა და მრავალ-თა თანანადებთა ითხოვ მოტევებასა; მიუტევენ ყო...

სრულად ნახვა