გესმა, ვითარმედ მრავალნი თქუენ შორის იტყჳან, თუ: ვითარ იქმნების ესე, რომელ გუესმოდის რაჲ სწავლაჲ ესე სულიერი ეკლესიასა შინა, ლმობიერ ვიქმნებით და, გან-რაჲ-ვიდით ამიერ, ლმობიერებაჲ იგი წარჴდის და სხუად შევიცვალნით? ისმინეთ უკუე, თუ ვინაჲ იქმნების საქმე ესე: ამისთჳს, რამეთუ განხჳდეთ რაჲ ამიერ, მეყსეულად კაცთა თანა უწესო-თა აღერევით და საქმეთა ცუდთა და მავნებელთა შეექცევით. არამედ არა ჯერ-არს, მი-რაჲ-ხჳდეთ ეკლესიით სახიდ თქუენდა, მეყსეულად უწესოებისა ჴელ-ყოფაჲ, არამედ მი-რაჲ-ხჳდეთ კაცად-კაცადი სახლად, პირველად ლოცვისა შეწირვაჲ ჯერ-არს და მერმე წიგნისა ჴელად აღებაჲ და მცირედ აღმოკითხვაჲ და ესრეთ საქმეთა ჴორციელთა ჴელ-ყოფაჲ. აწ უკუე გნებავს თუ სმენილთაცა სიტყუათა არადავიწყებად და ლმობიერებისა მის კეთილისა დამარხვად, განაჩინეთ მსგეფსსა შინა ერთი დღე სულიერისა საქმისა შესაქცეველად და დღესა მას ერთსა შჳდეულისასა შემოკრბებოდეთ აქა და ისმენდით სიტყუათა ამათ სულიერთა და მას დღესა ყოვლითურთ სიტყუათა მათ იწურთიდით და სახლეულთა თქუენთა მიუთხრობდით, რაჲთა შეექუსოს ჴსენებაჲ თქუმულთა ამათ გონებასა თქუენსა და დაუვიწყებელ იქმნას. და არა ძნელ არს ესე,...
მათეს სახარება 1:23
22. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.24. გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი.
მათეს სახარება თავი 1