თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდეს მოწაფენი, ვითარცა მათთჳს მზრუნველად, გარნა მცირედ იგინიცა განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვერ იკადრებდეს თავისა თჳსისა მიერ თქუმად. ამისთჳს ვითარცა სხუათა მიერ თქუმული წარმოიღეს სიტყუაჲ ესე, რაჲთა ისწაონ ძალი თქუმულთაჲ მათ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ისმინე, რასა იტყჳს მარადის და ყოველსავე შინა მჴურვალე პეტრე: „გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე“ (15,15). რამეთუ გულისზრახვასა მას სულისა თჳსისასა გამოაცხადებდა და ცხადად ვერ იკადრებდა თქუმად, თუ: დავბრკოლდები სიტყჳსა ამისთჳს; გარნა ესრეთ ლიტონად კითხვითა ენება ცნობად განმარტებაჲ სიტყჳსა მის. ამისთჳსცა უფალმან ჩუენმან სიბრძნით მიუგო მათ და ჰრქუა: „ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღმოიფხურენ“. ესე სიტყუაჲ ფარისეველ-თა მათთჳს და მწიგნობართა და მღდელთმოძღუართა თქუა და მათისა მის მოძღურებისათჳს. ესე იგი არს, ვითარმედ: მამისა ჩემისა მიერ ზეცათაჲსა დანერგულნი იგი მცნებანი არიან, ვითარმედ: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“, და შემდგომი ამისი. ხოლო მღდელთა მათ...
მათეს სახარება 15:14
13. ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი.
მათეს სახარება თავი 15