თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკაჲს სახარებასა ესრეთ წერილ არს: „მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს“. და ესე ყოველნი სახენი წარმოთქუნა - ერთად, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მეცნიერ არს კეთილად დღესა მას და ჟამსა; მეორედ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ მოულოდებელად და უცნაურად მოწევნად არს დღჱ იგი. ამისთჳს დღენიცა ნოვესნი აჴსენნა, ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფაჲ თქუა და ველსა სლვაჲ და წისქჳლსა ფქვაჲ; და ამით ყოვლითა მოასწავებს, ვითარმედ უზრუნველად რაჲ იყვნენ, მოიწევის; რამეთუ ცხედარსა ზედა წოლაჲ და ველსა სლვაჲ უზრუნველობისა სახჱ არს. და კუალად ამათ იგავთა მიერ ამასცა გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ დიდებულთაგანნიცა და გლახაკთაგანნი რომელნიმე აღიტაცებიან მართალთა თანა ჰაერ-თა ზე შემთხუევად უფლისა, და რომელნიმე დაშთებიან ქუე, მონანიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით, ორთაგანვე მოქალაქობა-თა. ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსა სლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა, და წისქჳლსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს ძუელსა შინა, ვითარმედ:...
მათეს სახარება 24:42
42-44. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.- უფალი გვიბრძანებს მღვიძარენი და მომზადებულნი ანუ სათნოების საქმეებით განმდიდრებულნი ვიყოთ, რათა რაჟამს უფალი მოვა, რაც მას ნებავს, ის მივუძღვნათ. ყურადღება მიაქციე, ის კი არ უთქვამს: მე არ ვიცი მპარავი რომელ დროს მოვაო, არამედ თქვენ არ იცითო. მპარავს უფალი ყოველი ჩვენგანის აღსასრულსა და სიკვდილს უწოდებს, ამით მიანიშნებს, რომ მისი მოსვლა ღამით მოხდება, და მსგავსად მპარავისა, ისიც შეუმჩნევლად მოვა. ამიტომაც გვეუბნება, უზრუნველნი ნუ იქნებით, არამედ იფხიზლეთო. ის რომ ვიცოდეთ, რომელ დღეს აღვესრულებით, მაშინ ღმრთისთვის სათნოყოფას მხოლოდ იმ დღეს შევეცდებოდით, მაგრამ რაკიღა არ ვიცით, კეთილ საქმეთათვის მუდმივად ვფხიზლობთ.
...). მაშ რაღას იძიებთ ზედმეტს, თუ დარწმუნებულნი ხართ? ხოლო რომ მომავალი უცნობია, ქრისტეს ნათქვამიდან ისწავლე; და რომ სწორედ ამისთვის თქვა, მოისმინე, რას ამბობს: „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.“ ()2 ამიტომაც ამბობდა პავლე: „რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.“ () აქ სწორედ ის მოანიშნა, რაც მეორე ეპისტოლეშიც თქვა. ვინაიდან ესენი ჭირში იყვნენ, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლნი განსვენებასა და განცხრომაში; შემდეგ თვითონ პავლე მათ ახლანდელ გასაჭირში აღდგომის სიტყვით ანუგეშებდა, ისინი კი წინაპართაგან მომდინარე აზრებს შეურაცხმყოფლად წარმოთქვამდნენ და ამბობდნენ. „როდის იქნება?"...