მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 25:6

5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა.6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები.
მათეს სახარება თავი 25
6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი, და ხუთნი - ბრძენნი. მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა სანთელთა მათ თანა. დაყოვნებასა მას მის სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროსა და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაიჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა! მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,1-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა იგავი პირველისა მის მსგავს არს, რომელ-იგი თქუა სარწმუნოჲსა მისთჳს მონისა და უმადლოჲსა. რამეთუ ოთხნი არიან შეწყობით იგავნი ესე, და ოთხნივე ერთსა პირსა გამოსახავენ თითოფერად: იგავი იგი ორთა მათ მონათაჲ, და ათთა ამათ ქალწულთაჲ, და მონა-თა მათ, რომელთა ქანქარნი ერწმუნნეს, და ცხოვართაჲ მათ და თიკანთაჲ. ესე ოთხნივე ერთსა სახესა გუასწავებენ: მოწყალებისათჳს, და რაჲთა ყოვლითა საქმითა, რომელიცა ძალ-გუედვას, სარგებელ ვეყოფოდით მოყუას-თა, რამეთუ შეუძლებელ არს სხუაებრ მიმთხუევად ცხოვრებისა. არამედ სხუანი იგი იგავნი შემოკრებულად ყოველსავე სარგებელსა გამოსახვენ, რომელი ჯერ-არს ყოფად ძმათა მიმართ, ხოლო ქალწულთაჲ ესე იგავი უმეტესად მოწყალებასა მოასწავებს განყოფითა საჴმართაჲთა; და უფიცხეს პირველისა მის იგავისა ყო ესე, რამეთუ მუნ რომელი-იგი ითრვებოდა და სცემდა მოყუასთა და ბოროტად წარმგებელი იყო, იტანჯა, ხოლო აქა რომელი არა სარგებელ ეყოფოდის ძმათა და არა უხუებით განუყოფდეს, რომელი-რაჲ აქუნდეს, მოასწავებს განვრდომად სასძლოჲსა მისგან, ვი-თარცა შეემთხჳა სულელთა მათ.

ხოლო რაჲსათჳს იგავსა ამას შინა პირი ქალწულთაჲ წარმოიღო და არა სხუაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:6-13 — სიძის მოსვლა და კარის დახურვა:

6-13. ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს. - ღაღადება შუაღამისას გაისმაო, ამბობს, რითაც გაჩვენებს, რომ უფალი მოულოდნელად მოვა, რადგან შუაღამისას ჩვენ ყველას ღრმა ძილით გვძინავს. იგი ხმამაღალი დაძახების (ღაღადების) შემდეგ მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლისას საყვირი ახმიანდება. ლამპარნი ჩვენი სულები არიან, ლამპარია თითოეული...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება:

...რადგან ბილწი სამოსლით შემოსილიც მოწოდებულ იქნა, მაგრამ მოწოდებაში არ დარჩა; ამიტომ იგი საქორწინო დარბაზში მოწოდებისგან მით უფრო განდევნილი გახდა. რადგან ხუთი ქალწულიც მოწოდებულ იქნა; ამბობს: „აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა“ (); და მოემზადნენ, მაგრამ არ შევიდნენ. ამრიგად, იმის საჩვენებლად, რომელ მოწოდებას გულისხმობს, დაურთო: „და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,“ (). სწორედ ამ მოწოდებას ვეძებთ, ამბობს. იხილე, როგორ წყნარად აცხრობს მათ. რათა ქებათა სიჭარბით არ მოდუნდნენ, თითქოს დიდი საქმეები აღესრულებინოთ, და დაუდევარნი არ გახდნენ, აჩვენებს, რომ სანამ ამ ცხოვრებაში არიან, მათ ჯერ კიდევ აკლიათ; ამასვე ეუბნებოდა ებრაელებსაც, როცა წერდა: „რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად“ ()....

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი:

...სინას მთაზეც ხომ ამას ვხედავთ, და ანგელოზებსაც იქვე. რას ნიშნავს მთავარანგელოზის ხმა? როგორც ქალწულთა შესახებ ამბობდა: „ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა." (). ან ამას ამბობს, ან იმას, რომ როგორც მეფის შემთხვევაში ხდება, ასევე მაშინაც იქნება: ანგელოზები აღდგომას მოემსახურებიან. რადგან ამბობს: „აღდგნენ მკვდრები"; და საქმე სრულდება არა იმიტომ, რომ ანგელოზებს ამის ძალა შესწევთ, არამედ მისი სიტყვის ძალით; თითქოს მეფემ ბრძანა და თქვა: „გამოვიდნენ ჩაკეტილნი", და მსახურებს ისინი გამოჰყავთ, მაგრამ ამიერიდან ამას თავიანთი ძალით კი აღარ აკეთებენ, არამედ იმ ხმის ძალით. ამას ქრისტე სხვაგანაც ამბობს: „და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა." ().

და ყველგან ხედავ, როგორ მიმოდიან ანგელოზები....

სრულად ნახვა