მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 5:48

47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
მათეს სახარება თავი 5
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (5,46-48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, უკუეთუ დაიმარხნეო მცნებანი ჩემნი და გიყუარდენ მტერნი შენნი, კეთილსა უყოფდე მოძულეთა შენთა, ილოცვიდე მდევართა და ბოროტისმყოფელთა შენთათჳს, მობაძავ ღმრთისა იქნები; უკუეთუ არა აღასრულნე მცნებანი ესე, მსგავს ხარ მეზუერეთა და ცოდვილთა. ჰხედავა, ვითარ არა არს საქმეთა მათ ესოდენი განყოფილებაჲ, რაოდენი არს პირთა მათ, რომელთა მსგავსებაჲ ჩუენი იქმნების აღსრულებითა, გინა თუ გარდასლვითა ამათ მცნებათაჲთა?

აწ უკუე ნუ ამას ვიტყჳთ, თუ მცნებანი მძიმე არიან, არამედ ესე გულისჴმა-ვყოთ, თუ ვისა მივემსგავსებით აღსრულებითა მათითა, ანუ ვიეთ მივეახლებით შეურაცხ-ყოფითა მათითა; რამეთუ განცხადებულად ორივე გუაუწყა უფალმან, რომელი მოვიდა ცხორებისათჳს ჩუენისა, და წინაგჳყვნა სწავლანი ესე საკჳრველნი, რაჲთა გუასწაოს გზაჲ მიმყვანებელი სასუფეველსა ცათასა, რომელთა მიერ სრულიად აღმოჰფხურის სულთაგან ჩუენთა ვნებასა გულისთქუმისა და გულისწყრომისასა, ვეცხლისმოყუარებისა და დიდებისმოყუარებისასა, რომელ-ესე ქმნა ზემოწერილთა მათ მცნებათა მიერ, ხოლო ფრიად უმეტეს აწ თქუმულთა ამათგან. რამე-თუ დაწყებასავე სწავლისა თჳსისასა იწყო ნეტარებად გლახაკთა სულითა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:43-48 — მტრის სიყვარული და სრულყოფილება:

43-44. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი. - სათნოებათა მწვერვალს მისწვდა, რადგან რა არის ამაზე დიდი? და არც შეუძლებელია; ხომ უყვარდათ მოსესა და პავლეს საკუთარ თავზე მეტად, იუდეველები, რომელნიც მათ მტრობდნენ? მტერი უყვარდა ყველა წმინდანსაც.

და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. - პატივი მათ მართლაც უნდა მივაგოთ ვითარცა ქველმოქმედებს, რადგან ყოველი, რომელიც გვდევნის და გვაცდუნებს, ცოდვებისათვის სასჯელს გვიმცირებს; მეორე მხრივ, დიდ ჯილდოს ამისთვის ღმერთიც გვიბოძებს. აბა, მოუსმინე:

45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. - ხედავ, რამხელა სიკეთეს განიჭებს შენ ის, ვისაც სძულხარ და შეურაცხგყოფს, უკეთუ მოთმენას მოისურვებ? წვიმასა და მზეში როგორც ცოდნას, ასევე მოძღვრებასაც გულისხმობს, რადგან ღმერთი ყველას განანათლებს და განსწავლის.

46. უკუეთუ გიყუარდენ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1989 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე, ღვთივდაცულ შვილებს:

...სა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).

ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს.

იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს (), - მოგვიწოდებს უფალი.

სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. „ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ერთობას, კარგავს თავისი შემოქმედებითი ბუნების აღქმის უნარს და ინთქმება ქაოსური მდგომარეობის გრიგალში, უარს ამბობს რა თავის სუბსტანციურობაზე“ (პავლე ფლორენსი, „ლოგოსი ქაოსის წინააღმდეგ“).

საერთო, ზოგად მდგომარგობაზე დიდადაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანის სულიერი ცხოვრება.

ჩვენს საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დიად გარდაქმნათა ეპოქა, მაგრამ იგი, ამავე დროს დიდი რღვევის ხანაცაა.

შეხედულებების, იდეოლოგიის, ღირებულებათა ცვალებადობა. ხალხთა დაყოფა და კვლავ გაერთიანება, მსოფლიო ომები, სისხლი, აქამდე არგაგონილი ავადმყოფობანი, ქვეყნის ერთ მხარეს უსაზღვრო ფუფუნება, მეორეში კი - შიმშილი და უკ...

სრულად ნახვა
თავი ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს, ძლიერებად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა (3,19).:

...ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა, რომელ არს სარწმუნოებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, რაჲთა თაყუანისვსცემდეთ ერთღმრთეებასა სამგუამოვნებით, და სამგუამოვნებასა —ერთარსებით; და აღვივსნეთ უნაკლულოებითა ყოველთა სათნოებათაჲთა, რომლისათჳს ქრისტე გუეტყჳს, ვითარმედ "იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" ().

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად, უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინათუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის (3,20).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შემძლებელსა ზეშთა ყოვლისა ყოფად უფროჲს და უმეტეს მისსა, რომელსა-იგი ვითხოვთ ანუ მოვიგონებთ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ეგოდენსა კეთილსა გჳყოფს ღმერთი, რაოდენსა ჩუენ ვითხოვთ, არცა უფროჲს სათხოველისა ოდენ ჩუენისა მოგუცემს, არამედ უფროჲს მოგონებისაცა, რომელი-ესე აწ ცხად ყო; რამეთუ ვინ ესვიდა ყოფად ძალისა ამისებრ შეწევნისა ქმნად, რომელი-ესე აწ მან ყო ჩუენ შორის, რაჟამს ესოდენ განშორებულნი და ყოვლად უცხო ქმნილნი მისგან წარმართნი — შვილებისა პატივსა ღირს მყვნა.

მოციქულისაჲ: მისსა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ (3,21).

თარგმანი: ყოველთა კეთილთა მიზეზისა დამბადებელისა ღმრთისა ეკ...

სრულად ნახვა