მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 19:15

14. ნუ გადასწევ წინაპართა მიერ გავლებულ შენი მოყვასის სამანს შენს წილხვედრილში, რომელიც წილად გერგება იმ ქვეყნად, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.15. ვერ გამოვა ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში, შეცოდებაში თუ ცოდვაში, რითაც შეიძლება სცოდოს კაცმა. მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე.16. თუ გამოვა ავისმდომელი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას,
მეორე რჯული თავი 19
15. ვერ გამოვა ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში, შეცოდებაში თუ ცოდვაში, რითაც შეიძლება სცოდოს კაცმა. მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).:

...ინა იტყოდა და წესითა მოძღურისაჲთა, რომელი უფროჲს შემძლებელ იყო მათა განმწარებად, და ეტყოდა სიტყუათა, რომელთა ზედა იგინი განრისხნებოდეს, რაჟამს-იგი უჩუენებდა, ვითარმედ სწორ არს იგი მამისა თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“, ; ; ამას მოასწავებს, არამედ ამას ყოველსა იტყოდა ფასისსაცავსა მას თანა ტაძარსა შინა და სახითა მო-ძღურისაჲთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო ჟამი მარჯუჱ, რომელსა შინა ინება მან ჯუარ-ცუმაჲ. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ ვინაჲთგან ოდეს მან არა ინება, ვერ უძლეს შეპყრობად მისა, და რაჟამსიგი შეიპყრეს, იგიცა სადამე არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა განგებულებისა საქმე იყო, რამეთუ მათ პირველითგანვე უნდა, გარნა ვერ შეუძლეს, და მაშინცამცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, უკუეთუმცა არა მას თავადსა შეენდო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მათ კუალადცა იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე“ (8,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს უკუე ეტყჳს მათ ზედაჲსზედა ესრეთ სიტყუასა ამას? გარნა ამისთჳს, რაჲთამცა შე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შჯულსა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“ (შდრ. 2 სჯ. 19,15); (მათ. 18,16) (8,17).:

...ჲსა მისთჳსცა განშჯისა მოასწავა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე მარტოჲ არა ვარ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ ვართ“ (8,16). ხოლო აქა უჩუენა, ვითარმედ არა იგი ოდენ დაშჯის მათ, არამედ მამაჲცა, რაჟამს ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შჯულსა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“ ; (8,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა ერთობასა მისსა და მამისასა გამოაჩინებს, რამეთუ არავინ თქუა სხუაჲ, არამედ მამაჲ, რაჲთამცა ერთარსებაჲ იგი გჳჩუენა, თუ არა, რად არა თქუა იოვანჱსთჳს, თუ: ვწამებ მე ჩემთჳს, და წამებს იოვანეცა, ანუ ანგელოზნი, ანუ წინაჲსწარმეტყუელნი? რამეთუ ესე ყოველნი მისთჳს წამებდეს. არამედ არა ამისთჳს ოდენ იტყოდა სიტყუასა ამას, რაჲთამცა გამოაჩინნა მოწამენი, არამედ რაჲთა გამოაჩინოს ერთარსებაჲ მისი და მამისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: ვინ არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით და არცა მამაჲ ჩემი“ (8,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან საცნაურსა მას საქმესა ვითარცა უცნაურსა იტყოდეს, და რომელი-იგი იცოდეს, ვითარმცა არა იცოდეს, და გამოსცდიდეს მას, ამისთჳსცა პასუხსა არა ღირს-ყვნა. ამისთჳს იწყო ყოველსავე განცხადებულად თქუმად...

სრულად ნახვა