...იერ 31:29); კიდევ: «ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ» (), და კიდევ: «ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ» (). ამრიგად, გთხოვთ, თქვენგან არავინ, საღვთო წერილის მიზნის არმცოდნემ, ნუ გაბედავს მასში დაწერილის საყვედურს, არამედ მადლიერებით მიიღეთ მისი სიტყვები, საღვთო წერილის ზედმიწევნითობას განცვიფრებით შეხედეთ და იმაზე იფიქრეთ, რა დიდი ბოროტებაა ცოდვა. აი, მართლაც, ძმა, ერთი დედისგან შობილი, ერთი მუცლიდან მოსული, ცოდვამ მონად აქცია და, თავისუფლება რომ წაართვა, დამორჩილებამდე მიიყვანა. აქედან დაიწყო მონობა. მანამდე ადამიანებს შორის არ იყო ასეთი განაზებულობა და ასეთი ფუფუნება, რომ ერთს სხვის მომსახურება სჭირდებოდა, არამედ ყველა თავს ემსახურებოდა, ყველა თანასწორ პატივში იყო და არანაირი უთანასწორობა არ არსებობდა. ხოლო, როცა ცოდვა გამოჩნდა, მან თავისუფლება დაარღვია, ბუნებისგან მინიჭებული ღირსება შეარცხვინა და მონობა შემოიღო, რათა ეს იყოს მუდმივი დარიგება და შეგონება კაცობრიობისთვის — ცოდვის მონობას გაექცეს და სათნოების თავისუფლებისკენ ისწრაფ...
მეორე რჯული 24:16
15. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.16. არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას.17. ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს.
მეორე რჯული თავი 24