...უშორებია1. ხოლო რამდენად მძიმე იყო მათთვის განცხრომა, მოისმინე მოსესგანაც, რომელიც ამბობს: „ჭამა იაკობ, განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა“ (). არის კიდევ სხვა მიზეზიც. რადგან იმისათვის, რომ შეზღუდულნი ბოლოს ხარებზე მისულიყვნენ და ცხვრები დაეკლათ, მან სამართლიანად, აპისისა და ხბოს გამო, დანარჩენთაგან შემოაკავა; რადგან ის უწმინდურია, უმადური, ბილწი და შეგინებული.
3.
„ამას ასწავებდ“ (), „ამას იწურთიდ“ (); რადგან სიტყვები „იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა“ () სწორედ ამას ნიშნავს. მხოლოდ სხვებს კი ნუ შეაგონებ, ამბობს, არამედ შენ თვითონაც ამაში გქონდეს წვრთნა. რადგან ამბობს: **„იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძ...