მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:12

11. რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
მოციქულთა საქმეები თავი 1
12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ მოიქცეს იერუსალემდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალემსა შაბათის გზა ოდენ (1,12).:

თარგმანი: ოდეს "მაშინ"? — რაჟამს ეუწყა ზეცად აღყვანებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, და მითვე ჴორცითა კუალად ხილვაჲ მეუფისაჲ. მაშინ ბრძანებისაებრ უფლისა მოიქცეს იერუსალემდ არა განშორებად მისგან და მოლოდებად აღთქუმასა სულისასა. ხოლო წარმოვიდეს მთით ზეთისხილთაჲთ, ვინაჲ-იგი ამაღლდა უფალი, და არს იგი მახლობელ იერუსალემსა, ვითარ შაბათის გზა ოდენ, რომელი არს მილიონი ერთი. ხოლო მილიონი შეიქმს სტადიონსა შჳდსა და ნახევარსა. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ ესოდენ შორიელად განწესებულ იყო კარვისა მის საწამებელისა აღმართებაჲ ბანაკისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელ შესაძლებელ იყვის ერისაჲ, მუნ შაბათობად შეკრებულისაჲ შემდგომად შაბათისა განტევებსა წარსლვაჲ სახედ თჳსსა. და საზომი გზისა მის და სლვისაჲ იყო ორ ათასი წყრთაჲ და ამით ჩუეულებითა ყოველსა ეგოდენსა სიშორესა გზისასა "შაბათის გზა" უწოდდეს, რამეთუ უმეტესისა სლვად არა შეენდობვოდა ჰურიათა დღესა შაბათსა. ამის პირისათჳს უწოდს "შაბათის გზად" მახლობელობასა ზეთისხილთა მთისასა, რამეთუ ორ ათას წყრთა შორავს ზღუდეთა იერუსალემისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის