თარგმანი: არღარა მიფარულად იტყჳს, ვითარმედ: "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისსა არს" (), არამედ განცხადებულად გამოაჩინებს, თუ რაოდენ უმეტეს არს იოვანესსა, რამეთუ იგი წყლითა ნათელ-სცემდა, და წყლისაჲ იგი ნათლის-ღებაჲ მოციქულთა მიეღო ჟამად-ჟამად, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს უფალი, პეტრეს რაჲ ჰრქუას: "განბანილსა მას არა უჴმს განბანად, გარნა ფერჴნი ხოლო" (), გარნა წყალსა, რომელსა ზედა არა სახელ-ედვას "მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", იგი ნათლის-ღებაჲ სინანულისაჲ არს; ხოლო რომელსა ზედა სახელ-ედვას, იგი შვილებისაჲ არს. აწ უკუე ვითარ-იგი მოციქულთა იოვანესგან ნათელეღო წყლითა, ეგრეთვე უკუანაჲსკნელ ნათელ-იღეს სულითა წმიდითა ქრისტეს მიერ. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე უფლისაჲ სახედ ჩუენდა მოცემული, რამეთუ არა ეტყჳს, ვითარმედ: "მე ნათელ-გცე სულითა წმიდითა", არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან, ნათელ გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (<span...
მოციქულთა საქმეები 1:5
4. შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.5. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.6. შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
მოციქულთა საქმეები თავი 1