მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:12

11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.13. პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
მოციქულთა საქმეები თავი 13
12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა. მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა. (13,11-12).:

თარგმანი: იხილე სიბრმე გონებისაჲ ჴორცთასავე თანა, რამეთუ მოციქულმან დროჲ მისცა მას მოქცევისა და სინანულისაჲ ვიდრე ჟამამდე. ხოლო იგი მძღუართა ეძიებდა და არღარას სხუასა გულისჴმა-ჰყოფდა, რამეთუ მარტოდ ანთჳპატსა ოდენ ჰრწმენა და განაგდო გესლი იგი მოგჳსა მის გრძნებისაჲ ხილვითა ესოდენ მსწრაფლ ტანჯვისა მისისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის