თარგმანი: ჴელ უფლისა უწოდიან ძალსა სასწაულთასა, და უფროჲსღა ესევითარსა ძალსა მტანჯველობისასა, რომელი არა საუკუნოდ დაადგრებოდის, არამედ ვიდრე ჟამამდე მოქცევისა და სინანულისა, რამეთუ ესევითარი ტანჯვაჲ კურნება არს უფროჲს, ვიდრეღა ტანჯვა, რამეთუ წყლულებითა ჴორცთაჲთა სული ცხოვნდების.
მოციქულთა საქმეები 13:11
10. და უთხრა: ეჰა, სავსეო ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
მოციქულთა საქმეები თავი 13