მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:14

13. პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.14. ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ.15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.
მოციქულთა საქმეები თავი 13
14. ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ.
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფჳლიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან, და მიიქცა მუნვე იერუსალემდ. და იგინი განვიდეს პერგით, და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს (13,13-14).:

თარგმანი: პაფოჲ ქალაქი არს კჳპრიისაჲ, სადაჲთ-იგი წარვიდეს მოციქულნი, რამეთუ არღარა ყოვნეს პატივთათჳს ანთჳპატისა ახალ მორწმუნისათა, არამედ წიაღჴდეს მუნ, ვიდრე უძღოდა სული წმიდაჲ — პერგედ, ქალაქად პამფჳლიისა. ხოლო პამფჳლიაჲ არს ქუეყანაჲ ისავრიაჲსაჲ ტავროჲთ კერძო, შორის ლუკაონიაჲსა და კილიკიაჲსა. იოვანე უკუე ამისთჳს უკუნ-იქცა, რამეთუ მსახური იყო და ვერ თავს-ისხნა ჭირნი გრძელისა მგზავრობისანი. ხოლო ბარნაბა და პავლე განვლეს პამფჳლიაჲ და მიიწინეს ანტიოქიას, დედაქალაქსა პისიდიისასა, და არა სხუაგან შევიდეს, არამედ, ვითარცა ჰურიანი, შესაკრებელსა ჰურიათასა მივიდეს, რაჲთა არა სცენ მათ მიზეზი შფოთებისაჲ წარმართთა მიმართ მისლვითა. და ესე ყვეს შაბათსა, ოდეს-იგი ყოველნი შეკრებულ იყვნეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის