თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ იყო ჰურიათაჲ დღესა შაბათსა, რამეთუ პირველად წარიკითხონ შჯულისაგან მოსესისა და წინაჲსწარმეტყუელთა, და ეგრეთღა იწყიან სწავლად და მითხრობად ერისა ძალსა მათ სიტყუათასა. ვინაჲცა აწ მოციქულთა ეტყჳან სწავლად, ხოლო იგინი მდუმარედ სხდეს, ვითარცა უცხონი, ვიდრემდის ბრძანებულ იქმნნეს ადგილისათა მათგან სწავლად ერისა.
მოციქულთა საქმეები 13:15
14. ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ.15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.16. წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!
მოციქულთა საქმეები თავი 13