თარგმანი: ვინაჲთგან ვითარცა თჳთ იტყჳს მოციქული, არა მუნ უნდა ხარებაჲ ქრისტესი, სადა სმენილ იყო ქრისტე, რაჲთა არა სხჳსა საფუძველსა ზედა აშენებდეს, არამედ მუნ, სადა ყოვლად არა სმენილ იყო მისთჳს. ამისთჳს არა იერუსალემს და სხუათა ადგილთა, არამედ ანტიოქიას პისიდიისასა იწყო პირველად დასაბამსა სიტყუათა თჳსთასა, და პირველად ჴელი განუყარა, რაჲთა დადუმნენ, რამეთუ ესეცა ჩუეულებაჲ იყო ჰურიათა შორის, და ეგრეთღა იწყო სიტყუად:
მოციქულთა საქმეები 13:16
15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.16. წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
მოციქულთა საქმეები თავი 13