მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:30

29. ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს.30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.
მოციქულთა საქმეები თავი 13
30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა, ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით (13,29-30).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ წინა-მოსწავებულ იყო წერილთაგან, რაჲ-იგი უყვეს ჰურიათა ქრისტესა, და საფლავსა დადვეს, რამეთუ რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით, მას ძალ-ედვა პირველ სიკუდილისა ჴსნაჲ მისი. არამედ ჯერ-იყო აღსრულებაჲ წერილთაჲ. ამისთჳს არა დატევება, არამედ განგებულება იყო სიკუდიდ განცემაჲ მისი. ხოლო შენ რაჟამს მამისა მიერ აღდგინებაჲ ძისაჲ გესმოდის, ნუ უდარესობად მამისა შეჰრაცხ, რამეთუ მამაჲ არარას იქმს თჳნიერ ძალისა თჳსისა, ხოლო ძალ ღმრთისა მამისა არს მე მხოლოდ-შობილი. ამისთჳს, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე მე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა აღმადგინებელ არს ჴორცთა ტაძრისა დაჴსნილისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის