თარგმანი: ვინაჲთგან ათერთმეტთა ეხილვა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა, ამისთჳს მათ მოიყვანებს მოწამედ და გალილეაჲთ აღმოყოლილად უწოდს, რამეთუ მრავალ დღე ორმეოცთა მათ დღეთა უწოდს ვიდრე ამაღლებამდე. და სხუათასა მას ხილვასა დაიდუმებს, ჩუენებითურთ მისით, რომელ ეჩუენა გზასა დამასკოჲსსა.
მოციქულთა საქმეები 13:31
30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.
მოციქულთა საქმეები თავი 13