თარგმანი: იხილე სიბრძნე პავლეს სიტყუათაჲ, ვითარ წყურიელ ყვნა კაცნი იგი ვედრებად თჳსსა, რაჲთა სხუასაცა შაბათსა მიუთხრას მათ ნეშტი თხრობისაჲ მის, რომელი მან ნებსით დაუტევა უსრულად, რაჲთა ძიების მოყუარე ყოს გონებაჲ მათი სწავლად ღონესა, თუ ვითარ მიემთხჳნენ ბრალთა შენდობასა.
მოციქულთა საქმეები 13:42
41. „უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“.42. იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს.43. საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში.
მოციქულთა საქმეები თავი 13