თარგმანი: ამათ ზემო შეასხმიდა პავლე, ჰურიათა უკუე — ნათესავისაგან, რომელ არს ისრაელ წოდებაჲ, ხოლო წარმართთაგანთა მწირთა — სათნოებისაგან, რომელ არს ღმრთისმოშიშებაჲ. აწ უკუე ორთა ამათგან, ჰურიათაგანცა და მწირთა, უმჴურვალესნი შეუდგეს, არღარა ბარნაბას და პავლეს, არამედ პავლეს და ბარნაბას, რამეთუ ამიერითგან იწყო პავლე სახელითცა და საქმით წინა-მოქცევად ბარნაბაჲსსა, ზეშთა აღსლვად მოწაფეთა და თანა-შესწორებად მოციქულთა. და ზოგად ორნივე იგი, პავლე ბარნაბაჲთურთ, არა მყის ნათელ-სცემენ მათ, რომელნი აწ შეუდგეს მათ, რამეთუ არა იყო ჟამი, არამედ ამას ოდენ კმა-იყოფენ, რაჲთა ჟამისად არწმუნონ მათ მტკიცედ პყრობად სარწმუნოებისა მადლისა მიმართ ღმრთისა, და უცვალებელ ყონ ქონებაჲ ამის სასოებისაჲ, ვითარმედ ქრისტე არს მადლით მიმტევებელი ცოდვათა მათთაჲ.
მოციქულთა საქმეები 13:43
42. იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს.43. საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში.44. მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა.
მოციქულთა საქმეები თავი 13