თარგმანი: იხილე სიბოროტე შურისაჲ, რამეთუ რომელნი-იგი პირველ თჳთ აწუევდეს მოძღურებად, აწ იწყეს გმობად, ხედვიდეს რაჲ ერთა მრავალთა მსმენელად მათგან. ამისთჳს ჩუეულებისაებრ მჴდომ იქმნნეს ქრისტესსა, მჴდომობითა პავლეს სიტყუათაჲთა.
მოციქულთა საქმეები 13:44
43. საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში.44. მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა.45. ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.
მოციქულთა საქმეები თავი 13