თარგმანი: იხილე სიბოროტე შურისაჲ, რამეთუ რომელნი-იგი პირველ თჳთ აწუევდეს მოძღურებად, აწ იწყეს გმობად, ხედვიდეს რაჲ ერთა მრავალთა მსმენელად მათგან. ამისთჳს ჩუეულებისაებრ მჴდომ იქმნნეს ქრისტესსა, მჴდომობითა პავლეს სიტყუათაჲთა.
მოციქულთა საქმეები 13:45
44. მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა.45. ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.46. ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.
მოციქულთა საქმეები თავი 13